შერიფის შესახებ

ალექსანდრე ჩახმახაშვილი დაცვის სფეროში საქმიანობს 15 წლის ასაკიდან.

მან მდიდარი პრაქტიკული და თეორიული მრავალწლიანი გამოცდილება მიიღო დაცვის სამსახურებში სხვადასხვა პოზიციებზე: მცველის, ოპერატიული თანამშრომლის, ოპერატიულ-ტექნიკური სამსახურების უფროსის და კომპანიების ხელმძღვანელის თანამდებობაზე. აღნიშნულ პერიოდში მიღებული მდიდარი გამოცდილების გათვალისწინებით 2015 წელს დაცვისა და უსაფრთხოების სფეროში დააფუძნა ერთ-ერთი წარმატებული კომპანია (ს/კ 432385714). „შერიფს“ დროის უმოკლეს ვადაში მიენიჭა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინიტროს მიერ კერძო დაცვითი საქმიანობის ლიცენზია # 000049. კომპანიის საქმიანობა და პასუხისმგებლობა დაზღვეულია 200000ლარის ოდენობით. თავის მოწონების მიზნით, კომპანია არ არის დაკავებული თანხების ხარჯვით შეძენილი ფასიანი ჯილდოებით და სერტიფიკატებით. „შერიფის“ ჯილდო და სერტიფიკატი არის მისი პროდუქტით კმაყოფილი მომხმარებელი სარეკომენდაციო და მადლობის წერილებით.

ჩვენი პარტნიორები

ჩვენი სერვისები

სიგნალიზაცია

სიგნალიზაცის ერთ-ერთი ყველაზე აუცილებელი და მოთხოვნადი სერვისია უსაფრთხოების სფეროში. სწორად შერჩეული და დამონტაჟებული ტექნიკა თქვენი ქონების უსაფრთხოების გარანტიაა. მისი საშუალებით შესაძლებელია ოპერატიულად გამოვლინდეს და დაფიქსირდეს დასაცავ ობიექტზე ნებართვის გარეშე შეღწევა

საგანგაშო ღილაკი

კომპანიის მიერ ხორციელდება ობიექტის მოკვლევა და კვამლის დეტექტორების მონტაჟი-ინსტალაცია მოთხოვნების შესაბამისად მათი მომსახურეობა და მოვლა. ასევე საჭიროების შემთხვევაში დაუყოვნებლივ რეაგირება.

სახანძრო სიგნალიზაცია

კომპანიის მიერ ხორციელდება ობიექტის მოკვლევა და კვამლის დეტექტორების მონტაჟი-ინსტალაცია მოთხოვნების შესაბამისად მათი მომსახურეობა და მოვლა. ასევე საჭიროების შემთხვევაში დაუყოვნებლივ რეაგირება.

ვიდეო მონიტორინგი

აუდიო-ვიდეო ტექნიკის მონტაჟი, რომლის მეშვეობითაც 24 სთ-ის განმავლობაში შეძლებთ ლაივ-რეჟიმში ობიექტზე შექმნილი ვითარების და მიმდინარე პროცესების თვალყურის დევნებას. შერიფი აღნიშნულისათვის იყენებს მსოფლიოს წამყვანი ბრენდების ტექნიკას.

GPS კონტროლი

სატელიტური ტექნოლოგიების გამოყენებით ჩვენ გთავაზობთ GPS კონტროლის სერვისს, რაც გულისხმობს თქვენს კუთვნილ ავტოტრანსპორტზე სანავიგაციო ბლოკების დამონტაჟებას, პანიკის ღილაკით აღჭურვას და 24 საათიან მომსახურებას. GPS სისტემის მიზანს წარმოადგენს ავტოსატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოების უზრუნველყოფა და მონიტორინგი.

ცოცხალი დაცვა

სტაციონალური ობიექტების დაცვა-უსაფრთხოების უზრუნველყოფა შერიფის კველიფიციური გამოცდილი მცველების მეშვეობით. თითოეული შემთხვევისათვის გაფორმებული იქნება ინდივიდუალური ხელშეკრულება, სადაც დეტალურად იქნება გაწერილი დაცვის სამსახურის უფლება-მოვალეობები და ვალდებულებები.

პირადი დაცვა

პირადი მცველი უზრუნველყოფს ოჯახის შემადგენლობის უსაფრთხებას, ბიზნესმენთა უსაფრთხოებას, ასვეე უცხოელი სტუმრების დახვედრა-გაცილებას.

ღონისძიებების დაცვა

შერიფი უზრუნველყოფს სხვადასხვა მასშტაბისა და შინაარსის ღონისძიებების უსაფრთხოებას ცოცხალი ძალის მეშვეობით. მაგალითად: ივენთები, ქორწილები, დაბადების დღეები, კონცერტები, სპორტული და სხვა მასობრივი ღონისძიებები, ფორუმებისა და კონფერენციების უსაფრთხოება.

შემოგვთავაზე ფასი

შემოგვთავაზეთ ფასი home

რატომ უნდა აგვირჩიოთ ჩვენ

თქვენ შეგიძლიათ მოგვანდოთ მთელი თქვენი ქონება და იყავით დარწმუნებული, რომ ყველაფერი შესრულდება უმაღლეს დონეზე

 
კერძო კლიენტი
0
ბიზნესი
0
წლიანი გამოცდილება
0
უსაფრთხოების ხარისხი
0 +

ვემსახურებით თქვენს უსაფრთხოებას

ჩვენი მთავარი პრიორიტეტია უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა ინდივიდებისა და ბიზნესების განვითარების ხელშესაწყობად. თავს ვალდებულად ვთვლით, შემოგთავაზოთ უახლესი, ინოვაციური და თანამედროვე უსაფრთხოების ტექნოლოგიები მუდმივად განვითარებადი სერვისებით.

4.9/5

სიგელები და რეკომენდაციები

ჩვენ ვთანამშრომლობთ წარმატებით 100+ კომპანიასთან

დაცვის სამსახური შპს „შერიფი“ 2024 წლის 1 იანვრიდან დღემდე ახორციელებს ქ.თბილისის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის ჯიხურის დაცვითი სისტემის სერვისულ მომსახურებას (პუშკინის სკვერი). აღნიშნული კომპანია დაკისრებულ ვალდებულებებს პირნათლად ასრულებს და უზრუნველყოფს მის გამართულ მუშაობას.
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ასოციაცია
ოფისის დაცვის მომსახურების შესახებ სსიპ მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნულ სააგენტოსა (შემდგომში „შემსყიდველი“) და შპს „შერიფს“, ს.ნ 432385714, (შემდგომში „მიმწოდებელი“) შორის 2023 წლის 25 დეკემბერს გაფორმებული N 24-04 ხელშეკრულების ფარგლებში, მიმწოდებელი ჯეროვნად და კეთილსინდისიერად ასრულებს ამავე ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას.
მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტო
გაცნობებთ, რომ სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მიერ, 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და შპს „შერიფს” (ს/კ 432385714) შორის, გაფორმდა გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულებები. აღნიშნული ხელშეკრულებების ფარგლებში, შპს „შერიფი“ უზრუნველყოფს, თსსუ მიხეილ შენგელიას სახელობის ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმის (01.01.2023 - 31.12.2023), ხოლო თსსუ-ს ვლადიმერ ბახუტაშვილის სახელობის სამედიცინო ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის (01.02.2023 - 31.12.2023), დაცვის ცენტრალიზებულ პულტზე აყვანის მომსახურებას. დღეის მდგომარეობით, შპს „შერიფი“, სრულად და ჯეროვნად ასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
როგორც თქვენთვის ცნობილია ა(ა)იპ ოუფენ ნეტსა და შპს შერიფს შორის, ელექტრონული ტენდერების შედეგად დადებულია სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებები: N16, 30.12.2021; N16, 04.01.2023 და N8, 26.12.2023. ზემოაღნიშნული ხელშეკრულებების მოქმედების პერიოდში მიმწოდებლის მხრიდან არ შექმნილა მომსახურების მიწოდების არანაირი შეფერხება, არ მომხდარა უხარისხო/ხელშეკრულებებთან შეუსაბამო მომსახურების გაწევა, ხოლო ხელშეკრულებების შესრულებასთან დაკავშირებით შემსყიდველს არ დაუფიქსირებია არანაირი პრეტენზია.
ოუფენ ნეტი
შპს „შერიფი“ სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო სამსახურს ელექტრონული ტენდერების საფუძველზე დადებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებების No11 (NAT210022522), No13/2021 (NAT200019731) და No7/2022 (NAT210022522) საფუძველზე, 2020 წლის 06 იანვრიდან დღემდე უწევს ოფისის შენობის დაცვის მომსახურებას. შპს „შერიფი“ ყოველდღიურად, უწყვეტად 24 საათის განმავლობაში კეთილსინდისიერად და ჯეროვნად ასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს, მომსახურების გაწევას ახორციელებენ კომპანიის კვალიფიციური, შესაბამისი გამოცდილებისა და პასუხისმგებლობის მქონე დაცვის თანამშრომლები. აღნიშნულიდან გამომდინარე, სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური შპს „შერიფს“ უწევს დადებით რეკომენდაციას.
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური

იყავი დაცული

გთავაზობთ სწრაფ და პროფესიონალურ მომსახურებას , თუ დაინტერესდით ჩვენი სერვისებით ან გსურთ მეტი ინფორმაციის გაგება

Scroll to Top