4.9/5

სიგელები და რეკომენდაციები

ჩვენ ვთანამშრომლობთ წარმატებით 100+ კომპანიასთან

დაცვის სამსახური შპს „შერიფი“ 2024 წლის 1 იანვრიდან დღემდე ახორციელებს ქ.თბილისის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის ჯიხურის დაცვითი სისტემის სერვისულ მომსახურებას (პუშკინის სკვერი). აღნიშნული კომპანია დაკისრებულ ვალდებულებებს პირნათლად ასრულებს და უზრუნველყოფს მის გამართულ მუშაობას.
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ასოციაცია
ოფისის დაცვის მომსახურების შესახებ სსიპ მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნულ სააგენტოსა (შემდგომში „შემსყიდველი“) და შპს „შერიფს“, ს.ნ 432385714, (შემდგომში „მიმწოდებელი“) შორის 2023 წლის 25 დეკემბერს გაფორმებული N 24-04 ხელშეკრულების ფარგლებში, მიმწოდებელი ჯეროვნად და კეთილსინდისიერად ასრულებს ამავე ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას.
მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტო
გაცნობებთ, რომ სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მიერ, 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და შპს „შერიფს” (ს/კ 432385714) შორის, გაფორმდა გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულებები. აღნიშნული ხელშეკრულებების ფარგლებში, შპს „შერიფი“ უზრუნველყოფს, თსსუ მიხეილ შენგელიას სახელობის ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმის (01.01.2023 - 31.12.2023), ხოლო თსსუ-ს ვლადიმერ ბახუტაშვილის სახელობის სამედიცინო ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის (01.02.2023 - 31.12.2023), დაცვის ცენტრალიზებულ პულტზე აყვანის მომსახურებას. დღეის მდგომარეობით, შპს „შერიფი“, სრულად და ჯეროვნად ასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
როგორც თქვენთვის ცნობილია ა(ა)იპ ოუფენ ნეტსა და შპს შერიფს შორის, ელექტრონული ტენდერების შედეგად დადებულია სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებები: N16, 30.12.2021; N16, 04.01.2023 და N8, 26.12.2023. ზემოაღნიშნული ხელშეკრულებების მოქმედების პერიოდში მიმწოდებლის მხრიდან არ შექმნილა მომსახურების მიწოდების არანაირი შეფერხება, არ მომხდარა უხარისხო/ხელშეკრულებებთან შეუსაბამო მომსახურების გაწევა, ხოლო ხელშეკრულებების შესრულებასთან დაკავშირებით შემსყიდველს არ დაუფიქსირებია არანაირი პრეტენზია.
ოუფენ ნეტი
შპს „შერიფი“ სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო სამსახურს ელექტრონული ტენდერების საფუძველზე დადებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებების No11 (NAT210022522), No13/2021 (NAT200019731) და No7/2022 (NAT210022522) საფუძველზე, 2020 წლის 06 იანვრიდან დღემდე უწევს ოფისის შენობის დაცვის მომსახურებას. შპს „შერიფი“ ყოველდღიურად, უწყვეტად 24 საათის განმავლობაში კეთილსინდისიერად და ჯეროვნად ასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს, მომსახურების გაწევას ახორციელებენ კომპანიის კვალიფიციური, შესაბამისი გამოცდილებისა და პასუხისმგებლობის მქონე დაცვის თანამშრომლები. აღნიშნულიდან გამომდინარე, სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური შპს „შერიფს“ უწევს დადებით რეკომენდაციას.
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური
Scroll to Top